მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა.
ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო გზებზე მიწის მასა ჩამოწვა, რის გამოც ნაწილობრივ შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.
გადაადგილება სრულად არის შეზღუდული ხულოს, შუახევისა და ქედის რამდენიმე შიდასასოფლო გზაზე.