ვაშლიჯვარში – ბროწეულის ქუჩაზე ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს 7 სართულიანი კორპუსის მშენებლობას ❗️ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი ჩემი ქალაქი მკლავს-ავრცელებს.
ამ მშენებლობას მწვანე ზონის სტატუსი მოუხსნეს და კოეფიციენტი გაუზარდეს, იმ საგანგაშო მდგომარეობიდან გამომდინარე რაც დღეს ვაშლიჯვარში ხდება ამ უბანში საერთოდ უნდა აიკრძალოს მშენებლობა მითუმეტეს ნაყარ მიწაზე მრავალსართულიანი კორპუსების ❗️
ჩვენ იმედი გვაქვს რომ ამ საკითხით თბილისის მერი დაინტერესდება და ადგილობრივი მაცხოვრებლების სასიკეთოდ გადაწყდება ყველაფერი❗️
ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესებში და დავიცავთ ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესებს-წერია გვერდზე.

Leave a Reply