თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოს ეკა ბესელიას ფარულ ვიდეო ჩანაწერებზე პროცესები წელიწად-ნახევრის შემდეგ, დღეს, 25 მარტს განახლდება. ამ საქმეში ბრალდებული არიან აქტივისტები, რომლებიც არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამდენი ხნის შემდეგ სხდომის დანიშვნა, სწორედ მათ აქტიურობას უკავშირდებოდეს.

გამოძიება ამ ადამიანებს ვიდეოჩანაწერის ნახვას ედავება, რის გამოც ნაწილი დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

“ათასობით ადამიანზე გავრცელდა ეს ვიდეო მასალა, რომელიც იყო სუს-ის კიბერსამსახურის ნამუშევარი, რომ მორალური ზიანი მიეყენებინათ დეპუტატზე, ეს კადრები უნდა შეეწმინდათ ხელი სხვებზე, რომ ხალხიც დაეშინებინათ, ეს ადამიანიც მოეშორებინათ, ოპონენტად გადაქცეული”, – ამბობს სერგო ირემაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეტერანთა კავშირის” წევრი. 

 

Leave a Reply