Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია.  ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

ვაქცინის 29 250 დოზა, პირველ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ტრანსპორტირდება.

Pfizer-ით ვაქცინაცია თბილისში- 4 კლინიკაში, აჭარაში-ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთაისის 2 კლინიკაში მოხდება. მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება იმუნიზაციის ექსპერტთა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭომ გასცა.

Leave a Reply