საარჩევნო ბარიერი 5-დან 3%-მდე მცირდება – ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მზადაა. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას 76-ის, დამტკიცებას კი 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ამ დროისთვის, პარლამენტში 90 დეპუტატი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, ორი „მოქალაქეებს“, ოთხი „ევროპელ სოციალისტებს“. შესაბამისად, საარჩევნო ბარიერის დაწევისთვის საკანონმდებლო ორგანოში სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების შესვლაა საჭირო.

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი საარჩევნო ბარიერია გათვალისწინებული.

Leave a Reply