ანი გულბათაშვილი

ახალგაზრდა, დამწყები პოეტებისა და პროზაიკოსების ლიტერატურული კრებულის წიგნის პრეზენტაცია

26 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამწყები პოეტების და პროზაიკოსების ლიტერატურული კრებულის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. “საინტერესოა, რომ ამ პოეზიის კრებულს 8 ავტორი ჰყავს. იგი აერთიანებს ახალგაზრდა პოეტებისა და პროზაიკოსების შემოქმედებას. ჩვენ გვამოძრავებს ნამდვილი, რუსთაველისეული სიყვარული…” – ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის დამფუძნებელი, ერეკლე გოგიშვილი.

– საიდან გაჩნდა იდეა, ლიტერატურული კლუბის დაარსების შესახებ და რას ისახავდა მიზნად?

– კლუბის დაარსების იდეა ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიბადა, უნივერსიტეტში სწავლისას, მაშინ თუ არ ვცდები მეორე კურსზე ვიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ ლიტერატურასთან და ზოგადად წიგნებთან ძალიან დავახლოვდი, ხშირად მხვდებოდა სოციალურ სქელში სხვადასხვა საინტერესო ლექცები, მაგალითად: დოსტოევსკზე, სტენდალზე, შექსპირზე, ჰომეროსზე და ა.შ. თუმცა, ფასიანი იყო და ყოველთვის არ მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი აღნიშნულ საღამოებს, ამიტომ გადავწყვიტე დამეფუძნებინა კლუბი, სადაც მრავალ საინტერესო თემაზე იქნებოდა განხილვები. დასწრება კი სრულიად უფასო და თავისუფალი უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა. ბევრი პრექტი განვახორციელეთ, მყავდა არაჩვეულებრივი გუნდი, მოგვანიჭეს ერთი ვარსკვლავი, რომელსაც მოჰყვა – მეორე, მესამე და ახლა, ლიტერატურული კლუბი, პირველი და ერთადერთია სამი ვარსკვლავით.

– წიგნს ჰქვია, იმ სიყვარულით, რაც აბრუნებს მზეს და ვარსკვლავებს”, რატომ მაინცდამაინც ეს სახელი და რა დატვირთვის მატარებელია იგი?

– „იმ სიყვარულით, რაც აბრუნდებს მზეს და ვარსკვლავებს,“ ამ სიტყვებით მთავრდება უდიდესი იტალიელი მწერლის, დანტე ალიგიერის „ღვთაერივი კომედია.”  საინტერესოა, რომ ამ პოეზიის კრებულს 8 ავტორი ჰყავს. იგი აერთიანებს ახალგაზრდა პოეტებისა და პროზაიკოსების შემოქმედებას. ჩვენ გვამოძრავებს ნამდვილი, რუსთაველისეული სიყვარული. ფოლკნერს, დავესესხები და ვიტყვი: “მჯერა, ადამიანი არა მარტო გაუძლებს, გაიმარჯვებს კიდეც. ადამიანი უკვდავია, განა იმიტომ,  რომ სხვა ქმნილებათაგან განსხვავებით მხოლოდ მას აქვს დაუდუმებელი ხმა, არამედ იმიტომ, რომ სული აქვს მომადლებული, სული, რომელსაც თანაგრძნობის, თავგანწირვისა და ამტანობის უნარი შესწევს…” – სწორედ ამას ემსახურება ჩვენი პოეზია და ეს კრებული, რომ მკითხველს შეახსენოს: სიყვარული, ლმობიერება, პატიოსნება, სიამაყე, რაც ადამიენის მარადიულ სულს მუდან თან გასდევს. 


  • ის მძიმე ფონი, რაც ამ ბოლო დროს მოდებულია მთელ მსოფლიოს, ვგულისხმობ – Covid-19-ს. მაინტერესებს, ამ უკანასკნელმა იქონია თუ არა რაიმე სახის გავლენა ლიტერატურული კლუბის საქმიანობაში?

– პანდემიამ ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, ჩვენც დიდად შეგვიშალა ხელი. მოგვიხდა დაწყებული პროექტების შეჩერება, თუმცა, მოტივაცია არ დაგვიკარგავს და ონლაინ რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ, ამასთან ერთად, კლუბში გაწევრიანდნენ ახალი სტუდენტები. გავიზარდეთ. პანდემიიდან გამომდინარე ბევრად მეტი ვიფიქრეთ და აქტურ მუშაობაზეც გადავედით.

 

  • გაგვიზიარეთ ლიტერატურული კლუბის სამომავლო გეგმების შესახებ და გვითხარით, აპირებთ თუ არა უახლოეს მომავალში კვლავ გამოსცეთ კრებული ან, დაგეგმოთ და განახორციელოთ, რაიმე, სხვა სახის პროექტი?

– სამომავლოდ, როგორც საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელი ვეღარ შევძლებ პროექტებში აქტიურად მონაწილეობას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვამთავრებ უნივერსიტეტს. თანაც, ეს ყველაფერი დაკავშირებულია დროის ფაქტორთან, რომლის გამოც მის განვითარებაში ჩართვას  ვეღარ ვახერხებ. თუმცაღა, საკამოდ კარგი გუნდი მართავს მას და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს შესთავაზებს საზოგადეობას.

-რას უნდა ველოდოთ 26 მარტისგან?

–  26 მარტს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვეპატიჟებით, როგორც ჩვენს მეგობრებს ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პოეზიით. ავტორები წარვადგენთ კრებულს, სიმბოლურად წავიკითხავთ რამდენიმე ლექსს და დამსწრე საზოგადებას ვუსახსოვრებთ ჩვენს კრებულებს, ერთი სიტყვით, სასიამოვნო დღე გველის წინ, მით უმეტეს, მთელი ეს პერიოდი, რაც პანდემიამ გამოიწვია, ფაქტობრივად, ხალხი ონლაინ რეჟიმზე იყო გადასული და ახლა სრული წესების დაცვით, უკვე საგამოფენო დარბაზში ვუმასპინძლებთ.

 

Leave a Reply