ქალთა მოძრაობის განცხადება ანა დოლიძის მხარდასაჭერად
ქალთა მოძრაობა ეხმიანება 21 მარტს ტელეკომპანია მთავარის ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ივანე გულაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ივანე გულაშვილმა ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში მოგვითხრო ქალი პოლიტიკოსის, ანა დოლიძის, შესაძლო ფარული თვალთვალის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ანა დოლიძე თავად გამოეხმაურა ინტერვიუს და ადასტურებს ივანე გულაშვილის მიერ აღწერილი ნივთების არსებობსას მის საკუთრებაში მყოფ ბინაში, თუმცა გულაშვილის მიერ გაჟღერებულ თარიღებთან მიმართებით გამოთქვმას გარკვეულ ეჭვებს. ეჭვგარეშეა, რომ ანა დოლიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო თვალთვალი პირდაპირ უკავშირდება მის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობას.


თავად ანა დოლიძე მადლობას უხდის ყველას, ვინც მხარს უჭერს.
-მიხარია ყველა განცხადება და წერილი რაც პირადი ცხოვრებით შანტაჟის პრაქტიკაზე დაიწერა. საზოგადოების ერთსულოვნება სიბნელისა და ყველანაირი მჩხიბავობის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. “ბოროტსა სძლია კეთილმან..-აცხადებს დოლიძე.