იმედა გოგავა
-თავის დროზე იესომ ლაზარე გააცოცხლა. ქართული სახელმწიფოს მკვდრეთით აღდგენას კი ქვეყნის უანგაროდ სიყვარული და ბევრი, ძალიან ბევრი შრომა სჭირდება.
სანამ მხოლოდ საკუთარი ნაჭუჭიდან ვიყურებით და სამყაროს ჭიპად წარმოგვიდგენია თავი, სანამ ჩვენი წარმომავლობის
„ერთადერთობის“ და „განუმეორებლობის“ ბრიყვული წარმოდგენებით ვართ მთვრალი – არაფერი გვეშველება.
და კიდევ, სანამ „ყველაფერჩიკები“ იქნებიან ავანსცენაზე, სანამ კანონი ყველასთვის ერთნაირად არ აღესრულება, სანამ პოლიტიკას თუ ეკონომიკას, მეცნიერებას თუ განათლებას, სპორტს თუ კულტურას ამ სფეროს “მეტრები” არ გაუძღვებიან – არაფერი გვეშველება…
პ.ს. თავის დროზე იესომ ლაზარე გააცოცხლა, ქვეყნის გაცოცხლებაზე კი ყველაზე დიდმა ქართველმა, ილია ჭავჭავაძემ ასე ბრძანა: – “ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“

Leave a Reply