საქართველოში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები, რაც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გარანტიაა.
25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა ხელმისაწვდომი ხდება 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც, რომელთაც ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალებაა!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!
აცრა ნებაყოფლობითია.

Leave a Reply