ჟენევაში, მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი იმართება, რომლის დროს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებულების უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე, ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე, რომელსაც მხარეებმა 2008 წელს მოაწერეს ხელი, ჰუმანიტარულ კრიზისზე, კოვიდპანდემიის გამო გაუარესებულ მდგომარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის უხეში ფაქტების შესახებ ისაუბრებენ.

მოლაპარაკებები პირველად ტარდება მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელშიც წერია, რომ რუსეთი არის ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

 

Leave a Reply