გოგი წულაია უკვე  მე-8 დღეა შიმშილობს და მედიკამენტებს არ იღებს. ის მისი დაკავების ოპერაციაში მონაწილე პოლიციელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან უჩივის. შესაბამისი წერილით უწყებას ადვოკატმა უკვე მიმართა და თან დოკუმენტაცია დაურთო.

ადვოკატები აპროტესტებენ იმ ფორმას რა ფორმითაც მოხდა წულაიას დაკავება, კერძოდ, გოგი წულაიას არ წერედგინა მისი უფლებები, პოლიციელებმა არ მისცეს ერთი ზარის განხორციელების და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება. ადვოკაცის მტკიცებით, დაკავების პროცესში წულაია შეუძლოდ გახდა, თუმცა პოლიტიკოსთან ექიმები პოლიციელებმა საათ-ნახევრის შემდეგ შეუშვეს, რის გამოც უფლებადამცველი ფიქრობს, რომ სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.

Leave a Reply