საქართველოში „ფაიზერით“ იმუნიზაციის პროცესი დღეიდან იწყება. ქვეყნის მასშტაბით 29 250 დოზა სამ დიდ ქალაქშია გადანაწილებული – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

ვაქცინის დოზები 6-მა მრავალპროფილურმა კლინიკამ მიიღო. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, სპეციალურ პორტალზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას „ფაიზერიც“ დაემატა და დღეში 700-დან 800-მდე მოქალაქის აცრაა დაგეგმილი.

აცრა ჩაუტარდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს.

Leave a Reply