გიორგი ქსოვრელი

ხუთშაბათს გამართული მატჩის მიმდინარეობისას, რომელიც საბერძნეთის წინააღმდეგ გაიმართა თესალონიკში, ნიკოლოზ ნინუა კარს უკან იდგა და მის ქვეყანას იმ ეროვნულ ნაკრებთან გულშემატკივრობდა რომლის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბშიც თამაშობს. იცით ვინაა ნიკოლოზ ნინუა?!

21 წლის ქართველი, რომელიც თავის შანსს ელოდება და ამისათვის ძალებს არ იშურებს. დინამო თბილისის აღზრდილი ნიკოლოზი ჯერ საქართველოს ისტორიულ „დინამო თბილისში“ თამაშობდა, სადაც ლურჯი მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 95 მატჩი 14 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო თესალონიკში წსვლამდე მისი ბედი თურქულ „ბეშიქთაშს“ უკავშირდებოდა, თუმცა სრულიად მოულოდნელად „პაოკში“ აღმოჩნდა ისეთი ფეხბურთელების გვერდით როგორებიც შინჯი კაგავა და ელ კადური არიან.

საქართველოს ორ გზის ჩემპიონმა თესალონიკში გადასვლის დღიდან 11 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლითა და 2 გადაცემით გამოიჩინა თავი.

Leave a Reply