ფასები გაძვირდა, რაც საზოგადოების ისედაც გაჭირვებულ ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. კატასტროფულად გაძვირდა მცენარეული ზეთი, რის მიზეზსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ასე ხსნის:

-ზეთის ფასის ზრდა ლარის გაუფასურებას და ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქტის ფასის მატებას უკავშირდება.

ამ დღეებში ძალიან აქტუალურია და სოციალურ ქსელშიც ბევრჯერ ვნახე, მცენარეული ზეთის ფოტოები, რომ ფასი გაზრდილია ამ პროდუქტზე და 8 ლარი ღირს. რა თქმა უნდა, ეს კარგი არაა და სხვადახვა მიზეზითაა გამოწვეული. ესაა ლარის გაუფასურება და ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე ამ პროდუქტზე ფასის ზრდა, რაც პანდემიას უკავშირდება“.

Leave a Reply