„ვაქცინაცია, ვფიქრობთ, რომ აპრილის მეორე ნახევრიდან უკვე ხელმისაწვდომი იქნება“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვაქცინაცია, ვფიქრობთ, რომ აპრილის მეორე ნახევრიდან უკვე ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც, დღეის მდგომარეობით, ჩართულია პროგრამაში და ეს ვაქცინაც შეურთდება ჩვენი იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში გამოყენებული სხვა ვაქცინების სიას, რაც მოგვცემს ვაქცინაციის გეგმით განსაზღვრული სამიზნეების მიღწევის საშუალებას”,- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ჩინური ვაქცინა ,,სინოფარმის“ 100 000 დოზა დღეს დილით შემოვიდა.

ვაქცინაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებენ.

Leave a Reply