საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 729 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 531, „პისიარ“ ტესტით – 13 198.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,95% ბოლო 14 დღის – 1,81%, ბოლო შვიდი დღის – 1,85%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 283 369 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 274 145 გამოჯანმრთელდა, 3 804 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 250, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 758 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 231 პირი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*