დღეს, 3 აპრილს, ქართველი მწერალი, კლასიკოსი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. მას დაბადების დღე ერთი კვირის წინ ჰქონდა – 26 მარტს 82 წლის გახდა.

ბოლო დღეებში, მწერალი „ნიუ ჰოსპიტალის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

გურამ დოჩანაშვილი 1939 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1957 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის, 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც მალე პირობითი სასჯელით შეუცვალეს. 1962 წელს, დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი.

გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს, ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა. მწერალი გახდა ლიტერატურული პრემია “საბას” ლაურეატი ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ასევე, მიღებული ჰქონდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი; ვაჟა ფშაველას სახელობის პრემია რომანისათვის „ბრმადყოფილზე. და…“.

იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.

Leave a Reply