ნამოხვანში ,,ენკას” ახალი აღმასრულებელი მენეჯერი, მერაბ ლომინაძე ჩავიდა, რომელსაც სოფლის მოსახლეობა დახვდა. სოფელში ასევე პოლიციაა მობილიზებული.

„მე ახლა მივდივარ, რომ დავათვალიერო ყველა ობიექტი და აქვე ვიძახი პირდაპირ, რომ მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება”, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

„დირექტორი არ არის ადრესატი იმ კითხვებისა, რაც ჩვენ გვაქვს… თუკი ამ საკითხს ვეღარ წყვეტს ნათია თურნავა, რომელიც გაიპარა ქუთაისში იმ შეხვედრიდან, მაშინ უნდა მოსულიყო უკვე მისი ზემდგომი. ეს ლოგიკურია, ანუ ბატონი ირაკლი [ღარიბაშვილი]. ყოველ შემთხვევაში ბატონი მერაბი ნამდვილად არ არის ეს პერსონა”, – განმარტა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, თურქული კომპანია ‘’ენკა’’ საქართველოს დასავლეთით, კერძოდ სოფელ ნამოხვანში მეგა ჰესის აშენებას უწყობს ხელს, რაშიც 750 მლნ დოლარია ჩადებული.

Leave a Reply