შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში თავდასხმის შედეგად ერთი სამართალდამცავი გარდაიცვალა, ხოლო მეორე ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში მჯდომი მამაკაცი კაპიტოლიუმთან მდებარე საგუშაგოსთან შლაგბაუმს შეეჯახა, რა დროსაც ორი სამართალდამცავი გაიტანა. შეჯახების შემდეგ მძღოლი ავტომობილიდან გადმოვიდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა ის სასიკვდილოდ დაჭრეს.

პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, თავდასხმა ტერაქტთან დაკავშირებული არ არის.

Leave a Reply