3 აპრილს სამოქალაქო აქტივისტები კომენდანტის საათის წინააღმდეგ აქციას მართავენ. მოძრაობა “სირცხვილია” საზოგადოებას მოუწოდებს აქციას შეუერთდნენ.

-სამ აპრილს, 17:00 საათზე, მოძრაობა სირცხვილია, თბილისი პრაიდი, მზესუმზირა, მუსიკოსები და მეგობრები, ვიკრიბებით წითელ ბაღთან და მარშით მივეშურებით პარლამენტისკენ, თან ვესწრებით ექსკლუზიურ ლაივ გადაცემას “პიკაპში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან”!
გელით ყველა ჩვენს მეგობარს შაბათს ხუთზე წითელ ბაღთან, გაიკეთეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია”.
ამ წუთებში კი მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტთან პოლიცია სცენის დადგმის უფლებას არ აძლევს.
SOS!
პარლამენტის წინ შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებულნი, რომლებიც დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს არ გვაძლევენ სცენის დადგმის საშუალებას.

Leave a Reply