ნამახვანში პოლიციაა მობილიზებული.
160-ე ღამე კარვებში. მოვითხოვთ:
‼️ 1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
‼️ 2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.”
‼️ 3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
‼️ 4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ნამოხვანში ,,ენკას” ახალი აღმასრულებელი მენეჯერი, მერაბ ლომინაძე ჩავიდა, რომელსაც სოფლის მოსახლეობა დახვდა. სოფელში ასევე პოლიციაა მობილიზებული.
ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ლომინაძე საქმის კურსში არ არის და არც ხელშეკრულება აქვს წაკითხული. ის ვერ გასცემს პასუხებს იმ კთხვებს, რომლებიც აქვს საზოგადოებას.
https://akhali.ge/2021/04/03/%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90/

Leave a Reply