განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ,,ჯვარში” კოლეჯ ,,ლაკადას“ ტერიტორიაზე სამი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

სახელოსნოები უახლესი ტექნიკით იქნება აღჭურვილი. სტუდენტები შეძლებენ  იატაკისა და ფილის სამუშაოების, თაბაშირ-მუყაოს კუნსტრუქციების მონტაჟის, საბათქაშე და სამღებრო სამუშაოების პრაქტიკული სასწავლო კურსების გავლას.

კოლეჯი ,,ლაკადა“ წალენჯიხისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე მორგებულ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს, როგორიცაა სოფლის მეურნების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მშენელობის, ელექტროობის, სამკერვალო წარმოების, კულინარიისა და საფინანსო მომსახურების კურსები.  პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლელო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ანხორციელებს და მისი ღირებულება ხუთასი ათასი ლარია.

Leave a Reply