ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე, მალე “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარის სკამს დატოვებს და მის ადგილს კი, ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. ვინაიდან კობახიძეს პარტიულ აქტივშიც კი არ აქვს რეიტინგი (რაც ბოლო შიდა კვლევებმაც ნათლად დაანახათ).

-პარტიის “ლიდერშიპში” დიდი განხილვის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება ღარიბაშვილის სასარგებლოდ, ესეც იმის გამო, რომ მხოლოდ ღარიბაშვილს შემორჩა დადებითი, ეგრედწოდებულ “2012 – იანელებში”. ამასთან ერთად აქვთ ინფორმაცია, რომ აქტივის დიდი ნაწილი, გიორგი გახარიას პარტიის შექმნის მოლოდინშია და მასთან გადასასვლელადაც მზად არიან-გვითხრა წყარომ.

Leave a Reply