დავით ჭიჭინაძე

“ტრიბუნა”

-მაშინ, როდესაც ხალხი ბუნკერებისთვის გაწირეს, თავად „ოცნების“ პრივილეგირებულთა ფენამ საკუთარი ცხოვრება გადასარევად მოიწყო და მოირგო…
მათთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, პანდემია არც მათ ჯიბეზე აისახება და არც მაცივარზე, ხალხს კი, მოსახლეობის 95%, ვინც სიღატაკეში იხრჩობა, ეუბნებიან, თავში ქვა გიხლიათ, როგორც გინდათ ისე გადარჩითო.
დღეს გვაქვს მოცემულობა:
საგარეო ვალებით გამოტენილი ქვეყანა, სადაც არ არსებოს საშუალო, სტაბილური ფენა, სადაც ყველა ღატაკდება;
ვალებში ჩაძირული ადამიანები, კატასტროფულად შემცირებული შემოსავლით და გაზრდილი კომუნალურებით;
ბანკები, სადაც აბსოლუტურად თავის ჭკუაზე ზრდიან საპროცენტო განაკვეთს და კიდე უფრო ახრჩობენ ისედაც გაღატაკებულ ადამიანებს;
და ხელისუფლება!
სადაც არ აქვთ ქვვეყნის ეკონომიკური გადარჩენის გეგმა, სამაგიეროდ აქვთ ძალაუფლება და ყველაზე სწორი გამოსავალი ლოქდაუნი გონიათ და გაუაზრებელი ჩაკეტვები.
სინამდვილეში კი, ქვეყანას კატასტროფისკენ მიაქანებენ, რადგან
ასე მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ და თან მალე…
ამიტომ არის არჩევნები ზუსტად ის მექანიზმი, რაც ბალანსსაც შეცვლის, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ჩართულობაც მოხდება და პასუხისმგებლობასაც გადაანაწილებს.
და არა ის, რაც „ოცნებას“ უნდა – ჰყავდეს 90 მონა და დანარჩენებს ეუბნებოდნენ, შემოდით და ამ მონებს დაექვემდებარეთო.

Leave a Reply