შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ რეგულაციები მკაცრდება სოციულური ღონისძიებების გამართვაზე.

რეგულაცია ითვალისწინებს, რომ ფართის გამქირავებელი ვალდებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას დამქირავებელს წაუყენოს პირობა, რომ ფართი გამოყენებული არ იქნება ამა თუ იმ ღონისძიების გამართვისათვის. თუ დამქირავებელი არ გაითვალისწინებს აღნიშნულ პირობას, ფართის მფლობელი ვალდებული იქნება მიმართოს შრომის ინსპექციას. ხოლო თუ ღონისძიება მაინც გაიმართება გამქირავებელი კანონის თანახმად დაჯარიმდება 10 000 ლარით.

Leave a Reply