პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ლაღიძემ გადაცემაში “ბრიფინგის დრო” ხაზი გაუსვა დავით გარეჯის პრობლემას და განაცხადა, რომ პასუხი უნდა აგოს როგორც წინა, ისე მოქმედმა მთავრობამ.

-დავით გარეჯის საკითხი გამოსაძიებელი და ბოლომდე მისაყვანია. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიგს, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ ამ საკითხს. დავით გარეჯის დიდი ნაწილი დღეს არის უცხო სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოქცეული და ეს არის ღალატის ტოლფასი ქმედება. თუ წინა ხელისუფლების წარმომადგინელებმა ჩაიდინეს ეს ღალატი უნდა აგონ პასუხი კანონის სრული სიმკაცრით , მაგრამ, რა თქმა უნდა ობიექტური გამოძიების პირობებში. რას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, ამბობენ იმას, რომ ცუდია წინა ხელისუფლება, გაასხვისეს, გაყიდეს და ა.შ მაგრამ თვითნ რას აკეთებენ გარეჯის დასაბრუნებლად ?

მე გავიხსენებდი ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს , რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობისას თავისი სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ვიზიტს აზერბაიჯანში განახორციელებდა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით. სად არის ვიზიტი ან მოგვარებული პრობლემა. ისეთივე უნიათოები არიან როგორც წინამორბედები. ყველაზე დაზარალებული ყველა სიტუაციაში არიან ქართველი ადამიანები! მე მინდა ყველამ იცოდეს, რომელი ხელისუფლებაც არუნდა მოვიდეს, ქართველი ხალხი დავით გარეჯს არ დათმობს.

გარეჯი არის ჩვენს გულებში და ვერავინ გაბედავს მოღალატეობრივ დოკუმენტზე ხელის მოწერას და იმას, რომ დააკონონოს გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიად. მივმართავ ყველას, ნება იბოძონ და აწარმოპნ ისეთი მოლაპარაკებები, რომელიც იქნება სამართლიანი და გარეჯსდაუბრუნებს საქართველოს

Leave a Reply