ხარებას გილოცავთ!

ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია ქრისტიანულ ეკლესიაში. უძრავი დღესასწაული ძველი სტილით 25 მარტს აღინიშნება, ახალი სტილით კი – 7 აპრილს.სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა ქალწულ მარიამს, რომ ის შობდა მესიას, იესო ქრისტეს.

რამდენადაც ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ამდენად, ის არის კაცობრიობის ხსნის დასაბამი.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობა არ მოაკლოს ჩვენს ქვეყანასა და ყველას, ვისაც ცხონება სურს.

Leave a Reply