,,არანაირი მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს“- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, მეწყერსაშიში ზონის არსებობის მიუხედავად, მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ არის.

მისივე განცხადებით, გადაუდებელი აუცილებლობისთვის არსებობს საევაკუაციო გეგმა.

“მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა. ეს საჭირო არ არის, თუმცა გადაუდებელი აუცილებლობა თუ მოხდება, ეს გეგმაც არსებობს. არანაირი მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით.

თუ რამე საფრთხე იქნებოდა, პირველები ჩვენ ვიქნებოდით, ვინც ამას გააკეთებდა და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს აუცილებელია მოსახლების ევაკუაცია და ა.შ, აღარ გავაგრძელებ, ეს მათ ნამუსზე იყო, ვინც ამას ავრცელებდა”,-განაცხადა კალაძემ.

Leave a Reply