ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვს.

ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მანუჩარ ახალაიამ ისაუბრა. მისი განცხადებით , ტიკარაძე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად არაფერს აკეთებს.

,,ჩვენი ათი ათასობით მოქალაქე, რომელიც რისთვის გადმოდის ენგურის ხიდზე, ამასაც მინდა ხაზი გავუსვაეს ადამიანები გადმოდიან მედიკამენტების მისაღებად, საავადმყოფოებში, გადმოდიან იმისთვის, რომ პროდუქტები შეიძინონ და დაბრუნდნენ უკან და ამ დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი პრობლემები გადაიჭრას. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, პრემიერმინისტრისგან, რომ დღესვე, დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან მინისტრი ტიკარაძე“, – აღნიშნა ახალაიამ.

Leave a Reply