გიორგი კანაშვილი

საშინელი ამბები მოდის გალიდან…გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3 ადამიანი დაიხრჩო ენგურში. თუმცა ადგილობრივებისგან მოდის ახალი ინფორმაცია – საუბარია 5 დამხრჩვალზე (აქედან 3 ერთი ოჯახია: ცოლ-ქმარი და შვილი) და კიდევ 6 დაკარგულზე…
სუს-ის განცხადებაში წერია, რომ ესაა ოკუპაციის შედეგი და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის სახესო…
ზოგადად – კი, ყველაფერი ოკუპაციის ბრალია. მაგრამ მოდით ამ კონკრეტულ შემთხვევაში გავერკვეთ…დავსვათ მარტივი კითხვა – რატომ გადმოდიოდენ ეს ხალხი მდინარეზე და რატომ არ გადმოვიდნენ ჩვეულბრივად, ენგურის ხიდით? სრული პასუხისმგებლობით ვიძახი – ეს ხალხი ცდილობდა ჩვენს მიერ დაწესებულ კარანტინზე თავის არიდებას!
რამდენი ხანია, ხან – გთხოვთ, ხან პეტიციებს გაწვდით, ხან შემოთავაზებებს გიგზავნით და ყრუ კედელი…ვინც არ იცის – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ, ჯერ მთელი წელი 12 დღიანი კარანტინი ეხებოდათ, ამ ერთი თვის წინ კი 5 დღემდე ჩამოწიეს დღეთა რაოდენობა. ხალხს ათასი გადაუდებელი საჭიროება აქვთ – ჯანმრთელობის, პროდუქტების შეძენის და ა.შ. შესაბამისად 5 დღე კარანტინში ჯდომა, უბრალოდ არ გამოდის, ამიტომ მიდიან ასეთ რისკზე…
რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, შესაბამი კონტაქტები და გამბედაობა, რომ ჰქონდეთ?! არანაირი კარანტინი, რეალურად არ იყო საჭირო: გალის საავადმყოფოებისთვის უნდა გადაეცათ შესაბამისი აპარატურა და ტესტები; შედეგად ეცოდინებოდათ დაახლოებითი სურათი ადგილზე; შესაბამისად, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოს შემთხვევაში: თუ ეპიდვითარება გაუარესდებოდა – ჩაეკეტათ; თუ ნორმალური ვითარება იქნებოდა – გაეხსნათ და ა.შ.
რატომ არ კეთდება, ეს მარტივი საქმე? – იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს მთავრობაში პოლიტიკოსები, გვყავს ჩვულებრივი ბიუროკრატები, არავის არ უნდა საკუთარ თავზე ინიციატივის აღება; მეორე – ასევე სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, კონფლიქტების თემაზე მომუშავე უმაღლეს თანამდებობეზე მყოფ ხალხს, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე – კონფლიქტებთან არც კი გაუვლიათ…ანუ კომპეტენციის ნაკლებობა, ან სრული არ ქონა.
შესაბამისად – ბევრად მარტივია იყვირო რუსეთი და ოკუპაცია. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება მტერს არ ექცევა ისე (რაც კარგად ვნახეთ პოზნერის შემთხვევაში), როგორც საკუთარ მოქალაქეებს…
პ.ს. გალელებო, დევნილებო – თქვენ უნდა ამოიღოთ ხმა! აფხაზეთის მთავრობავ – ერთხელ მაინც ამოიღეთ რამეზე ხმა!

Leave a Reply