თეონა აქუბარდია

წლებია აქცია/კონტრაქციებშია ქვეყანა. წლებია ვუმტკიცებთ ერთმანეთს საკუთარ სიმართლეს და ძალას. თბილისიდან კი 40 კმ-ში მდგომი რუსი ტანკით ტკბება ჩვენი რეგვენული ქცევით და ითბობს ხელს იმით, რომ ერთმანეთს ვეომებით და არა მტერს.
9 აპრილი არის ერთდროულად მძიმე და ბედნიერი თარიღი ქვეყნის ისტორიაში. ამ დღეს ერთად დაუპირისპირდა ქვეყანა გარე ძალას და მძიმე მსხვერპლის ფასად მოიპოვა დამოუკიდებლობა.
ის, ვინც აგრძელებს ერთმანეთის წინააღმდეგ დაპირისპირების უგუნურ ტრადიციას და აცხადებს, რომ განსხვავებულ თუნდაც მათთვის მიუღებელ შიდა ძალას ამ ფორმით უნდა ებრძოლოს, ახარებს ქვეყნის მტერს. დასწავლილი ქცევა არ ნიშნავს კარგს. უახლესი ისტორია ამის მაგალითია.

Leave a Reply