დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ფეხით სიარულისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, აღნიშნა , რომ რისკის თავიდან ასაცილებლად საჭიროა თვითდისციპლინა და თვითშეგნება.

ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ დღეს ქვეყანაში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული. ყველა მათგანი , კი ქორწილებიდან და ქელეხებიდან იღებს სათავეს.

„ყველანაირი თავშეყრა თავდაცვის საშუალებების გარეშე არის მომატებული რისკი. მაგრამ მარტო კონტროლი, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი ჩვენი თვითდისციპლინა და თვითშეგნებაა. გაზაფხულია, მეტი ვიაროთ ფეხით! არ გინდათ ორ გაჩერებაზე ავტობუსში ჩაბრძანდეთ. რა ჯობს ახლა თბილისის ქუჩებში გასეირნებას?! 2-3 კილომეტრი რომ გაიაროთ, ცუდია? – განაცხადა გამყრელიძემ.

Leave a Reply