დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგლის, პაატა იმნაძის განცხადებით, დიდი ,,კლასტერები“ და ეპიდაფეთქებები უმეტესწილად სუფრებს უკავშირდება.

ამიტომ შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად მან მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და შეკრებებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.

“თუ არ გვინდა შეზღუდვები, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები. ყველა ეპიდაფეთქება, ყველა “კლასტერი”, რაც დღეს გვაქვს, გარდა ოჯახურისა, არის ქეიფების შემდეგ, სამწუხაროდ, როგორც ჭირისუფრების, ასევე ქორწილების შემდეგ. გასაგებია, პირბადით ვერ იჯდები სუფრასთან. ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები”,- განაცხადა იმნაძემ

Leave a Reply