დღეს, 8 აპრილს გაიმართება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი გათავისუფლდება , თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. თავად მელია სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება, რადგან წინა პროცესიდან იგი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა.

“ჩვენი ინფორმაციით, ეტაპირება არ განხორციელდა, შესაბამისად, სამწუხაროდ, იგი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. ჩვენი პირველი შუამდგომლობა იქნება, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა დაესწროს ამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესს. მას, როგორც პოლიტიკურ პატიმარს, ელემენტარულად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იმის, რომ ესწრებოდეს სასამართლოს”, – აცხადებს გიორგი კონდახიშვილი.

Leave a Reply