პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ უკრაინა ჩვენი ერთი-ერთი გამოკვეთილი მეგობარი ქვეყანაა.

„რა თქმა უნდა, ყველანაირ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ, რაც ჩვენ ხელთ არის. არ მინდა, უკრაინაში ვინმემ დამადლებად ჩამომართვას, მაგრამ როდესაც 2014 წელს პირველად დაიწყო საბრძოლო მდგომარეობები, საქართველო იყო პირველი, მე ჩავედი პირველი და საკმაოდ დიდი ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინეთ. ასე რომ, მხარდაჭერა მათ, რა თქმა უნდა, ჩვენგან ექნებათ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

Leave a Reply