საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (ქორწილები, დაბადების დღეები…)  და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გაქირავება იკრძალება.

ცვლილება ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

“დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს”, – წერს უწყება.

არსებული ინფორმაციით, თუ აკრძალული ღონისძიება არღვევს   კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული მოთხოვნებს, მაშინ შრომის ინსპექციის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, შეძლებს დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე.

Leave a Reply