მოძრაობა ,,შეცვალეს“ აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს მდინარე ენგურის სანაპიროზე, სოფელ შამგონაში, იმ ადგილას სადაც ენგურმა გუშინ სამი ადამიანის ცხედარი გამორიყა. აქტივისტებმა მდინარეში სიმბოლურად მიხაკები გადაყარეს.

გარდა ამისა, აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ოკუპანტები და აფხაზური მხარე მზადაა ენგურის ხიდის გასახსნელად, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ამის ნება.

მათ დაადანაშაულეს საქართველოს ხელისფლება იმაში , რომ ენგურის ცენტრალური ხიდი ამდრომდე ჩაკეტილია და ხელისუფლება არცერთხელ არ დაინტერესებულა იქ მცხოვრები ადამიანების ბედის.

Leave a Reply