პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ვენეციის კომისიას უკვე გადაუგზავნა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ორი წლის წინ ეს რეგულაციები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო სტანდარტის მიხედვით შევიმუშავეთ. ახლა კი პარლამენტმა ის ცვლილებები მიიღო, რომელშიც აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან კანონის ახალი რეგულაციების თანხვედრა მარტივად დასადგენია, ჩვენი პარტნიორების მოწოდება გავითვალისწინეთ და კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას უკვე გადავუგზავნეთ”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

Leave a Reply