ამ წუთებში, რიონის ხეობაში შეხვედრა მიმდინარეობს. სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ხვდება.

აქტივისტები აცხადებენ, რომ მათ შეზღუდული აქვთ გადაადგილების უფლება. ომბუდსმენის განცხადებით , კი არ არსებობს არანაირი საფუძველი შეზღუდვებისა და გარდა ამისა, გადაადგილების აკრძალვა არაპროპორციულია

ნინო ლომჯარიამ ისაუბრა ენკას განცხადებაზე და აღნიშნა, რომ კომპანიამ საჯაროდ მიმართა მათ თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, შეისწავლიან აღნიშნულ ფაქტს და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

Leave a Reply