გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს (ბრალდებულები ვიოლეტა ინასარიძე, ბექა ლიპარტელიანი და თეა გზირიშვილი)3000-3000ლარიანი გირაო შეეფარდათ, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის მხარემ 5000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
აღნიშნული გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნატო ხუჯაძემ გააჟღერა.
შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ,, ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმსა და ექთანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე02 ნაწილით წარედგინა, რაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.