კახა ძაგანია

“მემარცხენე ალიანსი”

-ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილსა და მათ პოლიტიკურ გუნდს – „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდათ, საქართველოს სასამართლო სისტემას ქედი მოახრევინონ, ეს არის მათი ამოცანა. შესაბამისად, თუ სასამართლო სისტემას ქედს მოახრევინებენ, ფიქრობენ, რომ ამით ხელისუფლებას გატეხავენ, სინამდვილეში სახელმწიფოს აზარალებენ.

ისინი არიან მავნებლები, ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყანაც და ხალხიც, მთავარია მათი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესი გამოუვიდეთ, სულ არ აინტერესებთ, ვის რა ზიანს მიაყენებენ. აი, ამ ფორმით ცდილობენ დააჩოქონ სასამართლო სისტემა და შესაბამისად, გატეხონ მმართველი პარტია, მაგრამ რეალურად ვღებულობთ, რომ ამით ქვეყანა და რიგითი ადამიანები ზარალდებიან.

Leave a Reply