ტელეკომპანია ,,ფორმულას“ ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს.  არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს მანქანა დაუმტვრიეს, მეორეს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“მათი ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება.

ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი კი ამბობს, რომ მანქანაზე მინები სავარაუდოდ იმის გამო ჩაუმსხვრიეს, რომ მას საქარე მინაზე ფორმულას საშვი ჰქონდა მიკრული”, – აცხადებს “ფორმულა”.

Leave a Reply