საქართელოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგო დაღუპლთა ხსოვნას და  განაცხადა, რომ მხოლოდ ამით არ გამოიხატება მათ მიმართ პატივისცემა.

„9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება ტიტების მიტანით და მხოლოდ იმით, რომ აქ მოვდივართ ამ დღეს. გამოიხატება იმაში, რომ თუ ჩვენ პატივს ვცემთ 9 აპრილის სულისკვეთებას, ეს არის ერთიანობა, სიდინჯე, დამოუკიდებლობის მიმართ ბოლომდე შეგნება თუ რას ნიშნავს. გთხოვთ, სიჩუმით, სიდინჯით, ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Leave a Reply