ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„დღეს პატივი მქონდა შევხვედროდი მინისტრის მოადგილეს, ორმხრივი შეთანხმების განხორციელების ფაზაში გადასვლის მიზნით. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1000-მდე ქართველისთვის ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ჩვენ განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მივუდექით იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიგვემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა, რან გიდორიმ.

გარდა ამისა, ელჩმა განაცხადა, რომ ისინი დადებითად აფასებენ იმ საკვალიფიკაციო მომზადებას, რომელსაც აღნიშნული სპეციალისტები გადიას საქართველოში.

მინისტრის მოადგილის , თამარ ბარკალაიას განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი , რადგან ჩვენი მოქალაქეები , რომელთაც საზღვარგარეთ დასაქმების სურვილი აქვთ, შეძლებენ ლეგალურად დასაქმებას და მათი უფლებები იქნება დაცული.

Leave a Reply