ოპოზიციური პარტიის დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განცხადება გააკეთა მოლაპარაკებების შესახებ.

მისი განცხადებით, დაუსრულებელი მოლაპარაკებები ხალხისთვის უკვე გამაღიზიანებელია.

„ყველასთვის გამაღიზიანებელია გაჯიუტებული პოლიტიკოსები. თუკი ვიღაცას უნდა რაღაცაზე დაახევინოს ოცნებას, შეხვდეს თუნდაც ინდივიდუალურად და დაახევინოს – ხელი მოაწეროს და იმ მანდატის აღსრულება დაიწყოს, რა მანდატიც მას ხალხმა მიანიჭა. ეს გაუთავებელი მოლაპარაკებები უბრალოდ გამაღიზიანებელი გახდა. შეხვედრებზე როცა მიწვევენ, ელჩებისადმი პატივისცემისა და ამ ქვეყნის სიყვარულის ნიშნად დავდივარ, სადაც ჩემს სათქმელს ვამბობ, თუ როგორ წარმოგვიდგენია კრიზისის განმუხტვა. ოპოზიცია პარლამენტში უნდა შემოვიდეს – ეს გაჯიუტება ქვეყანას აზიანებს, რასაც ყველა გვეუბნება. კარგად მიმოვიხედოთ, რა ხდება ჩვენს გარშემო და როგორ იკეტება სივრცე რუსული ჯარებით. ჩვენ, ერთი ციდა ქვეყანა, ნაცვლად იმისა, რომ ყველანი დარაზმულები ვიყოთ, ამის მაგივრად რუსეთს ძალიან დიდ საჩუქარს ვუკეთებთ.- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

Leave a Reply