8 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022_ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში საფრანგეთი 3:2 დაამარცხა.

გამარჯვების შედეგად,  ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა და შეიძლება ითქვას, რომ კონტინენტის პირველობის საგზური მოიპოვა.

ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 12 აპრილს სტუმრად რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

Leave a Reply