დარეჯან ღამბაშიძე

ემიგრანტთა სახლის დამფუძნებელი

-მოგმართავთ მოფლოში მცოვრებ ქართველ ემიგრანტებს!
ნამახვანჰესში, როგორც ვხედავთ , სიტუაცია რთულდება, უკვე გაუსაძლისი მდგომარეობაა. მთავრობა პოლიციურ რეჟიმს ამყარებს. იქ მცხოვრებ, ჩვენს თანამემამულეებს გადაადგილების საშუალება არა აქვთ.დღითი- დღე ავიწროებს ქართული პოლიცია ხალხს.საკუთარ სახლში, საკუთარ მიწაზე, შესვლის შემთხვევაში აჯარიმებენ , ისედაც გადაღლილ, განაწამებ და გაღარიბებულ მოსახლეობას. გზები გადაკეტილია ,საზღვარი გავლებულია ! პოლიცია იცავს თურქებს ქართველებისაგან! ახალი თავსატეხი გაგვიჩნდა! თუ ეს გველოდა ,რას ვერჩოდით რუსებს, და რატომ ვეძახით ოკუპანტებს, აგერ საკუთარმა ხელისუფლებამ ქართველებისთვის მიუდგომელ კუნძულად გადააქცია. ჩვენ ემიგრანტებმა შეიძლება, ჩვენი ინვესტიცია ჩავანაცვლოთ თურქულ კომპანიას? ან როგორმე, იქნებ ვინმეს შეცდომა გამოვისყიდოთ ! ცხადია ურთულესი გამოსახსნელია, ასეთი ჩახლართული საქმე.ვფიქრობ, არც ერთი მთავრობის შენარჩუნების საპირწონე არ უნდა იყოს რიონის ხეობის გაყიდვაში მონაწილე ,რომელიმე მინისტრი თუ ( მინისტრები) . არადა წარმოდგენაც ძნელია 99 წლით რიონის ხეობა მოსწყდეს საქართველოს! გამოსავალი უნდა მოვებნოთ ყველამ ერთად. ისტორია ვიცით, ამ ვერაგი განკარგულების. თუ ადამიანურად მივუდგებით და ვიღაცის ჩადენილი შეცდომის გამოსწორებას ავიღებთ ტვირთად, იქნებ მოგვეძებნა „ოქროს შუალედი.“ თურქული მხარე ,არც ისეთი გულუბრყვილოა ააშენოს კაშხალი, რომელიც ხვალ, ზეგ ჩამოინგრევა. კაშხალი, შეიძლება საქმის გასათეთრებლად გამოიყენონ , რადგან ისედაც აურაცხელი სარგებელი მიიღონ, ამ ტერიტორიიდან. კარგად ვიცით გაყიდული ჭიათურის მარგანეცით, ტყიბულის ქვანახშირით და ბევრი სხვა ობიექტებით ,ჩვენი ხალხის ჯიბეს არაფერი ეტყობა . თან შრომის როგორ ექსპლუატაციას ეწევიან კომპანიები. საშინელ პირობებში მუშაობს ხალხი ,როცა ჭიათურაში, როგორც ქუვეითში მხართეძოზე წამოწოლილი უნდა ცხოვრობდეს მოსახლება. მძიმე შრომის ანაზღაურება კი 200ან 300 ლარია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ტყუილია, ვითომ ენერგოუსაფრთხოებაზე ზრუნვა და ინვესტიციის განუზომელი სარგებელი გასხვისებული ხეობიდან.
მოგმართავთ ყველას ,იქნებ ვიმსჯელოთ ,ვიკამათოთ , გამოვთქვათ აზრი , რისი გაკეთება შეგვიძლია. „შემცდარი მთავრობის,“ მიერ გაცემული განკარგულების გამოსწორება?! თუ სამართლებრივი ბრძოლა, ჩვენი მიწების დააცავად.
გთხოვთ ,გამომეხმაუროთ ემიგრანტებო, ამაზე დუმილი არ შეიძლება , ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. დაწერეთ კომენტარებში, თქვენი მოსაზრება, გინდაც კრიტიკის სახით, გიდაც მსჯელობის სახით ,გინდაც პოლიტიკანურად, ან პირადად მომწერეთ- იდეები. იქნებ მართლა ვცდები და ვისაუბროთ ამაზე , თუ რამე ვერ გავიგე , დამარწმუნეთ და კი ბატონო დაგეთანხმებით. არადა, აუცილებელია გადაიდგას კონსტრუქციული ნაბიჯები, რადგან დღითი დღე მძიმდება ხეობაში მდგომარეობა.
ემიგრანტებო, იქნებ გამომეხმაუროთ და ამიხსნათ ვინმემ, რა ქვია, ჩვენს სახელმწიფოს, დემოკრატიული!? მოძალადე!? თუ უფრო უარესი?!! პროტესტის გამოხატვის უფლება გვაქვს თუ არა?!ძალაუფლება ვის ხელშია? ფაქტია ხალხს არავინ უსმენს.
დემოკრატია ჩიხშია შესული ! რით შეგვიძლია, დავეხმაროთ რიონის ხეობას?

Leave a Reply