12 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, რომლის ფარგლებშიც განიხილება მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები.

მოსმენა პარლამენტის რეგლამენტის 40-ე მუხლის შესაბამისად იმართება, როცა კომიტეტის სხდომაზე მიწვეული თანამდებობის პირების დასწრება სავალდებულოა.

არსებული ინფორმაციით, კომიტეტის სხდომას დაესწრებიან- ,,ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ვასილ ხოდელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე , გიორგი წოწკოლაური და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.

საპენსიო სესხებთან დაკავშირებით , რომელთაც ,,ლიბერთი ბანკი“ გასცემს საკომიტეტო მოსმენის გამართვის ინიციატორები ოპოზიციონერი დეპუტატები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი იყვნენ, მათი მოთხოვნა კომიტეტმა დააკმაყოფილა.

Leave a Reply