9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ეგორ კუროპტევიმ,სოფო ჭყონიამ, დავით ქაცარავამ და კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ დააფუძნეს ახალი საზაფხულო ბანაკი ,,ძალა ერთობაშია“. ბანაკი უმასპინძლებს საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ოჯახების ბავშვებს.

9 აპრილიდან, ბავშვებს, რომლებიც საოკუპაციო ზოლთან ცხოვრობენ საშუალება აქვთ მითითებულ ბმულზე, ან მეილზე გადააგზავნონ თხზულება , თუ რას ნიშნავს ბედნიერება მათთვის და მოიპოვონ საგზური ბანაკში.

strengthinunitycamp@gmail.com

https://www.facebook.com/StrengthInUnityCamp

24 საუკეთესო თხზულების ავტორი გაემგზავრება ბანაკში, რომელიც მოეწყობა ბორჯომში 20 ივნისიდან 9 ივლისამდე. იქნება 2 ჯგუფი, თითოეული 12 მონაწილით.

ბანაკში იქნება სხვადასხვა ტიპის გასართობი და შემეცნებითი აქტიობები, მათ შორის: ჯომარდობა, ლაშქრობა, კარვები, სპორტული ღონისძიებები, გასართობი და საგანმანათლებლო პროგრამები. გარდა ამისა, ბანაკში ჩართულნი იქნებიან ცნობილი ადამიანები.

საზაფხულო ბანაკის დამფუძნებელნი არიან: ეგორ კუროპტევი, სოფო ჭყონია, დავით ქაცარავა. გენერალური პარტნიორი: კოკა- კოლა ბოთლერს ჯორჯია.

Leave a Reply