13 აპრილს (სამშაბათს) 15:00 საათზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლის წინ აქცია ,,სოლიდარობა აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს!” გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ:

ყველას! ყველას! ყველას! ‼
აფხაზეთში მცხოვრები ქართველების დასაცავად!
ახალგაზრდები ვერთიანდებით!
✅ 13 აპრილს (სამშაბათს) 15:00 საათზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლის წინ: მისამართი, (ყაზბეგის გამზირი 42, მეტრო დელისთან).
გაიმართება აქცია:
,,სოლიდარობა აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს!”

✅ აქციაში მონაწილე ორგანიზაციები:
– გალის ახალგაზრდული საზოგადოება.
-აფხაზეთის ახალგაზრდული საზოგადოება.
-სტუდენტური მოძრაობა რეფორმებისათვის.
-სსუ ისტორიკოსთა ლიგა.
-სსუ ახალგაზრდული ისტორიკოსთა კაბინეტი.
-ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება (ISHR-IGFM) საქართველოს ეროვნული სექცია
და აფხაზეთელი სტუდენტები.

ჩვენი ვალია დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა!

აქციას გაუძღვება: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება (ISHR-IGFM) საქართველოს ეროვნული სექციის ახალგაზრდული
ჯგუფის ხელმძღვანელი: ლექსო გოგოხია

✅ ყველას ვისაც გტკივათ გული და განაღვლებთ ჩვენი ხალხის ბედი, მოდით აქციაზე და ერთად დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა!
მოეხსნას აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს 5 დღიანი კარანტინი!

Leave a Reply